მთიანეთი

ჩობან-ყაურმა (თუშური)

ფაშვში მოთავსებული და მიწაში ან სიპზე მომზადებული ყაურმა — მწყემსური, ნელა მოხარშული ხორცის კერძი.

⏱ 2–3 სთ🔥 რთული🍽 🍽 6 პორცია

მომზადება

  1. 1

    ხორცი და ქონი წვრილად ჩაკეპე.

  2. 2

    შეურიე მარილი.

  3. 3

    მიღებული მასა ჩაყარე კარგად გასუფთავებულ ფაშვში.

  4. 4

    ფაშვს მჭიდროდ მოუკარი პირი.

  5. 5

    მოათავსე სიპზე ან ღოლოს ფოთოლჩაფენილ ორმოში.

  6. 6

    დააფარე ფოთლები და მიწა, ზემოდან დაანთე ცეცხლი.

  7. 7

    ნელა ხარშე 2–3 საათი.

  8. 8

    როდესაც ორთქლის ამოსვლა შეწყდება, კერძი მზადაა.