მთიანეთი

ყაურმა (თუშური)

ცხვრის ხორცის თავისივე ქონში ნელა მოხრაკული კერძი — მთაში როგორც ყოველდღიური, ასევე შესანახი საკვები.

⏱ 1 სთ🔥 საშუალო🍽 🍽 6 პორცია

მომზადება

  1. 1

    ხორცი წვრილად ჩაკეპე.

  2. 2

    ჩაყარე ქვაბში და დაასხი 1 ჭიქა წყალი, რომ დასაწყისში არ მიეკრას.

  3. 3

    ხარშე საშუალო ცეცხლზე, სანამ წყალი აორთქლდება.

  4. 4

    გააგრძელე მომზადება საკუთარ ქონში.

  5. 5

    მარილი დაუმატე ბოლოს.

  6. 6

    როცა ქვაბი ტკაცუნს დაიწყებს და ხორცი კარგად შეიწვება — მზადაა.